ქართული ანბანი და “ვეფხისტყაოსანი” მექსიკაში, საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს
20 თებერვალს, საქართველოს ელჩმა მექსიკაში, ზურაბ ერისთავმა მონაწილეობა მიიღო დედა ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. უკვე მეორე წელია, ქალაქ მეხიკოში ბანგლადეშის საელჩო და იბერო-ამერიკული უნივერსიტეტი აღნიშნულ კონფერენციას მასპინძლობდნენ.
კონფერენციას რესპუბლიკის სენატორები, ელჩები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
ელჩმა ქართული ენისა და დამწერლობის, ლიტერატურისა და პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა, ხოლო თემატურ გამოფენაზე საელჩომ ბუკლეტები და ბანერები – “ქართული ანბანი” და “ვეფხისტყაოსანი” წარადგინა.