ქართული ანბანი და “ვეფხისტყაოსანი” მექსიკაშ​​ი, საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს

20 თებერვალს, საქართველოს ელჩმა მექსიკაში, ზურაბ ერისთავმა მონაწილეობა მიიღო დედა ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. უკვე მეორე წელია, ქალაქ მეხიკოში ბანგლადეშის საელჩო და იბერო-ამერიკული უნივერსიტეტი აღნიშნულ კონფერენციას მასპინძლობდნენ.

კონფერენციას რესპუბლიკის სენატორები, ელჩები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

ელჩმა ქართული ენისა და დამწერლობის, ლიტერატურისა და პოეზიის შესახებ მოხსენება წაიკითხა, ხოლო თემატურ გამოფენაზე საელჩომ ბუკლეტები და ბანერები – “ქართული ანბანი” და “ვეფხისტყაოსანი” წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.