ქართველი მეცო-სოპრანო ისრაელის თეატრის სცენას უბრუნდება

21 თებერვლიდან 6 მარტამდე ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე ისრაელის ოპერის სცენაზე ბრუნდება. იგი როსინის “სევილიელ დალაქში” როზინას პარტიას შეასრულებს.

ეს მეცო-სოპრანოს მეორე მიწვევაა ისრაელში – 2019 წელს ვერდის „დონ კარლოსში“ მან ებოლის როლი შეასრულა.

ქეთევან ქემოკლიძე ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული ჯილდოს მფლობელია. სხვა პარტიებთან ერთად, მსმენელს  თავი საოცრად შესრულებული “კარმენით” დაამახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები