სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკას წიგნი „შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი – აფორიზმები და პოეტური სამკაულები“ გადაეცა
საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქ. სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკის საერთაშორისო განყოფილებას გამომცემლობა „მწიგნობარის“ მიერ დაბეჭდილი, ქალბატონ ნანი კვიჭიძის შედგენილი წიგნი „შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი – აფორიზმები და პოეტური სამკაულები“ გადაეცა.
სტოკჰოლმის ბიბლიოთეკაში ათასზე მეტი ქართული წიგნი ინახება, როგორც უფროსებისთვის, ისე საბავშვო ნაწარმოებები და მათთვის სპეციალური კუთხეა გამოყოფილი.