ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა – „თბილისური შუქ – ჩრდილები“
2020 წლის 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე, ფიროსმანის მუზეუმი, ლევან კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას – „თბილისური შუქ – ჩრდილები“ უმასპინძლებს.
ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (1998 – 2003) იწყება. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმ პერიოდის ჯგუფურ გამოფენებსა და მანიფესტებში. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, ბათუმში. მხატვრის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კი შეხვდებით ლევან კაკაბაძის მიერ დაპროექტებულ არაერთ ნაგებობას.