საქველმოქმედო აქცია ბარბადოსსა და ჰაიტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობის დასახმარებლად

ბრაზილიაში, კარიბის გაერთიანების (CARICOM) წევრ სახელმწიფოთა ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

საქველმოქმედო აქციის ჩატარებას მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ, როგორც კარიბეთის გაერთიანებაში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიამ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი, რომელშიც ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ.

საქველმოქმედო აქციიდან შეგროვილი თანხით ბარბადოსსა და ჰაიტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები