საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ნერგები დარგეს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეების დარგვის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოში იაპონიის ელჩი, ბატონი ტადაჰარუ უეჰარა მონაწილეობდა.

‘’მოხარული ვარ, რომ ახდა ჩვენი ოცნება და თბილისში საკურას ნერგები დავრგეთ. ამ საკითხზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვესაუბრე თბილისის მერს. რამდენიმე წელში ეს საკურა უკვე აყვავდება და იმედი მაქვს, რომ ქართველები და იაპონელები ერთად დატკბებიან საკურას ყვავილობით.” – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.