გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში  გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა – ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.

საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წვრთნების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემულ გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკრების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.

ექსპოზიციის მიზანი საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდაა.

ექსპოზიცია 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.