ბულგარეთში ქართული ანბანის, კალიგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენა მიმდინარეობს

ბულგარეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სან-სტეფანოს გალერეაში გიორგი სისაურის ქართული ანბანის, კალიგრაფიისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებას მთავრობის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყო ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი, ილიანა იოტოვა, რომელსაც ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცა – გამოსახულება, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტის სახელი ქართული ასოებით იყო დაწერილი.

გიორგი სისაურის ნამუშევრების ნახვა 6 მარტამდე სან სტეფანოს გალერეაში იქნება შესაძლებელი.

Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.