“სასწაულების ტოპ ათეული” – იტალიური ELLE საქართველოს შესახებ წერს
ELLE ITALY-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტულად ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
თუკი ჟურნალს დავუჯერებთ, საქართველო საუკეთესო მიმართულებაა სააღდგომო შვებულების გასატარებლად.
“დასავლეთის ციტრუსის სუბტროპიკული ბაღებიდან აღმოსავლეთის ვენახებამდე – საქართველოს ნამდვილად აქვს ყველა ხიბლი, ეკომოგზაურები მიიზიდოს. მაღალი მთებიდან არიდულ სტეპებამდე, მონასტრებით და ბორცვებზე გაშლილი პატარა სოფლებით დამშვენებული ათასწლეულების მდიდარიისტორია და რა თქმა უნდა, ღვინის აკვანი კიდევ ერთხელ არწმუნებს ვიზიტორებს, რომ ნამდვილად ღირს ეძებო მარგალიტები დედაქალაქს მიღმა” – წერს ავტორი, ფრანჩესკა სპანო. ELLE-ს რჩეულ ადგილთა შორის კი გელათი, ვარძია, უშგული, გერგეტის სამება, მუცო, ანანური, სიღნაღი და დავით გარეჯი მოხვდნენ.
ELLE ყოველთვიური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად მოდის ჟურნალად ითვლება. მისი მკითხველების რაოდენობა კი 21 მილიონს აღწევს.