მარიამ ღვინიაშვილი, ჯუზეპე პიზანო და მაიკ მაკკორმიკი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეწვევიან

2019 – 2020 სასწავლო წლის განმავლობაში ელექტროაკუსტიკური მუსიკის კომპოზიტორები – მარიამ ღვინიაშვილი, ჯუზეპე პიზანო და მაიკ მაკკორმიკი სამი ერთკვირიანი ვიზიტით ეწვევიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, პროექტის ‘’Making Waves’’ ფარგლებში.

ამ სამი კვირის განმავლობაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ლექციებს ელექტროაკუსტიკური მუსიკის შესახებ.

ლექციები  სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს შეეხება, ჩაწერის ტექნიკას და მიდგომებს ფიქსირებული მედიისა და ლაივ პერფორმანსის შესაქმნელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები