ანსამბლი “ქალდეა” პოლონეთში 18 დაუვიწყარ კონცერტს ჩაატარებს
ანსამბლი “ქალდეა” პოლონეთში იმყოფება ზამთრის ტურნეზე არაჩვეულებრივ მოცეკვავეების ანსამბლთან ერთად. ტურნეზე ანსამბლი 18 ქალაქს ესტუმრება და 18 დაუვიწყარ კონცერტს ჩაატარებს.
‘’ქალდეას“ ტურნე 7 თებერვალს დაიწყო და 27 თებერვლამდე გაგრძელდება. გასტოლებს ირაკლი გოგია ( ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ) ხელმძღვანელობს.
ანსამბლი ” ქალდეა” 9 წლის წინ შეიქმნა, მისი ხელმძღვანელია თამაზ ჯამაგიძე. ამ ხნის მანძილზე მათ ჩაატარეს ოთხი წარმატებული სოლო კონცერტი, მათ შორის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დაახლოებით ერთი წლის წინ კი სადებიუტო ალბომი გამოუშვეს. რაც შეეხება რეპერტუარს, ისინი როგორც ხალხურ და ქალაქურ, ასევე კლასიკურ ნაწარმოებსაც ასრულებენ, თუმცა ყოფილა მრავალი სხვადასხვა გამოწვევაც, ერთი – ერთი იყო კლასიკური, ევროპული და ქართული საგუნდო მუსიკის ექსპერიმენტში მონაწილეობა, რაც დიდი წარმატებით დასრულდა.