“სასწაულების ტოპ ათეული” –  იტალიური ELLE საქართველოს შესახებ წერს 

ELLE ITALY-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  საქართველოს ტურისტულად ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. 

თუკი ჟურნალს დავუჯერებთ, საქართველო საუკეთესო მიმართულებაა სააღდგომო შვებულების გასატარებლად.

Vardzia

“დასავლეთის ციტრუსის სუბტროპიკული ბაღებიდან აღმოსავლეთის ვენახებამდე – საქართველოს ნამდვილად აქვს ყველა ხიბლი, ეკომოგზაურები მიიზიდოს. მაღალი  მთებიდან არიდულ სტეპებამდე, მონასტრებით და ბორცვებზე გაშლილი პატარა სოფლებით დამშვენებული ათასწლეულების მდიდარი​ისტორია და რა თქმა უნდა, ღვინის აკვანი კიდევ ერთხელ არწმუნებს ვიზიტორებს, რომ ნამდვილად ღირს ეძებო მარგალიტები დედაქალაქს მიღმა” – წერს ავტორი, ფრანჩესკა სპანოELLE-ს რჩეულ ადგილთა შორის კი გელათი, ვარძია, უშგული, გერგეტის სამება, მუცო, ანანური, სიღნაღი და დავით გარეჯი მოხვდნენ.

ELLE  ყოველთვიური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად მოდის ჟურნალად ითვლება. მისი მკითხველების რაოდენობა კი 21 მილიონს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.