30 წელი დაარსებიდან – ”უეფას” წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლის თებერვალში დაარსდა და შემდეგ ‘’უეფას’’ რიგებს შეუერთდა. 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფედერაციამ ”უეფას” პრეზიდენტისგან წერილი მიიღო.
”‘’უეფას’’ სახელით ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს 30 წლის იუბილეს. მას შემდეგ, რაც ‘’სფფ’’ 1990წლის თებერვალში დაარსდა და შემდეგ ‘’უეფას’’ რიგებს შეუერთდა, ის მუდმივად მხარს უჭერს ევროპული ფეხბურთის განვითარებას.
მსურს წარმატება ვუსურვო ‘’სფფ’’- ს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მის თანამშრომელს მათი მუდმივი თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენს რეგიონში ფეხბურთის განვითარებასა და შემდეგი თაობებისთვის ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული’’ – წერს ‘’უეფას’’ პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი.