“უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ იქ თამაშობთ” – ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონის შესახებ

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ იგი უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.

“დურუჯის” სტადიონი ყვარლის ციხე-გალავნის ეზოში მდებარეობს. ციხის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია 1755 წლის ომს უკავშირდება, როცა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთლიანად დაღესტანმა გაილაშქრა. დაღესტნელებმა ციხე ალყაში მოაქციეს, მაგრამ ერეკლე მეფის დახმარებითა და მოხალისეების საოცარი თავდადებით ციხემ ალყას გაუძლო.

„საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ – წერს ბრიტანული გამოცემა.

https://www.facebook.com/dreamteamfc/photos/a.233020900050175/3077961638889406/?type=3&theater

წყარო: იმედინიუსი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები