„Georgia on my mind“ –  ავსტრიელი სამხედრო მოსამსახურის ფოტოგამოფენა საქართველოს შესახებ 

საქართველოს საელჩოში ყოფილი მეკავშირე ოფიცრის, კარლჰაინც (ჩარლი) გორტანოს ფოტოგამოფენა სახელწოდებით – „Georgia on my mind“გაიმართა. ფოტოგამოფენა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობისას აღბეჭდილ შთაბეჭდილებებს ასახავს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, კარლჰაინც გორტანო საქართველოში 2015-2019 წლებში მოღვაწეობდა და მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში. აღსანიშნავია მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ავსტრიული მხარისგან მიღებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, კარლჰაინც გორტანოს 2019 წლის 23 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გადაეცა.

ფოტოგამოფენა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ხელოვნების ექსპერტმა ეკარტ ნუსბაუმერმა და კარლჰაინც გორტანომ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე, სტუმრები ავსტრიაში მოქმედი კულტურის ინსტიტუტებიდან და ქართული დიასპორიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.