Egert Milder-ის სიმღერა – “Georgia (On My Mind)” ევროვიზიის შიდაშესარჩევი ტურის ფინალშია
13 თებერვალს ესტონეთში ევროვიზიის შიდაშესარჩევი ტურის ნახევარფინალი გაიმართა. ესტონელმა მომღერალმა Egert Milder-მა ნახევარფინალში სიმღერა “Georgia (On My Mind)” შეასრულა. და ფინალის საგზურიც მიიღო. სიმღერა საქართველოს ეძღვნება.
ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, 2020 წლის ევროვიზიაზე მომღერალი ესტონეთის სახელით საქართველოს უმღერებს.
„Georgia on my mind-ის“ მუსიკა და ტექსტი კასპარ კალუსტის, მატეო კაპრეოლისა და ეგერტ მილდერის მიერაა შექმნილი. ვიდეორგოლის რეჟისორი კი მარტ ვარესი გახლავთ.
ეგერტ მილდერი ცნობილი ესტონელი მომღერალია, რომელიც მუდმივად მოგზაურობს – მისი მუსიკა კი მსოფლიო კულტურასა და განსხვავებულ ჟღერადობებს აერთიანებს. „მისი ბგერები ღრმად არის გაჟღენთილი მსოფლიო მუსიკით და ასახავს საიდუმლო შთაგონებას ფილიპინებიდან თუ ნიკარაგუადან საქართველოს კავკასიონის მთებამდე“ – წერს ესტონური გამოცემა.
კონკურსის ფინალი 29 თებერვალს ტალინში გაიმართება და გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ქულების ჯამის საფუძველზე გამოვლინდება.