ახალი ამბები დღის ვიდეო

Egert Milder-ის სიმღერა – “Georgia (On My Mind)” ევროვიზიის შიდაშესარჩევი ტურის ფინალშია 

13 თებერვალს ესტონეთში ევროვიზიის შიდაშესარჩევი ტურის ნახევარფინალი გაიმართა. ესტონელმა მომღერალმა Egert Milder-მა ნახევარფინალში სიმღერა  “Georgia (On My Mind)” შეასრულა. და ფინალის საგზურიც მიიღო. სიმღერა საქართველოს ეძღვნება. 

ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, 2020 წლის ევროვიზიაზე მომღერალი ესტონეთის სახელით საქართველოს უმღერებს.

„Georgia on my mind-ის“ მუსიკა და ტექსტი  კასპარ კალუსტის, მატეო კაპრეოლისა და ეგერტ მილდერის მიერაა შექმნილი. ვიდეორგოლის რეჟისორი კი მარტ ვარესი გახლავთ.

ეგერტ მილდერი ცნობილი ესტონელი მომღერალია, რომელიც მუდმივად მოგზაურობს – მისი მუსიკა კი მსოფლიო კულტურასა და განსხვავებულ ჟღერადობებს აერთიანებს. „მისი ბგერები ღრმად არის გაჟღენთილი მსოფლიო მუსიკით და ასახავს საიდუმლო შთაგონებას ფილიპინებიდან თუ ნიკარაგუადან საქართველოს კავკასიონის მთებამდე“ – წერს ესტონური გამოცემა.

კონკურსის ფინალი  29 თებერვალს ტალინში გაიმართება და  გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ქულების ჯამის საფუძველზე გამოვლინდება.

სხვა სიახლეები

ანკარაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება 

Editor

დღეს რეინჯერის მსოფლიო დღეა – სალომე იდოიძე, პირველი რეინჯერი ქალი საქართველოში

Editor

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა

Editor

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 180 წელი გავიდა 

Editor

ქართველი მწერალი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე მიიწვიეს

Editor

აშშ-ში კორონავირუსი კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა დაამარცხა

Editor