ტრადიციული ღვინის გამოფენაზე “Salón de Vinos Radicales” საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი

მადრიდში გაიმართა ტრადიციული ღვინის გამოფენა “Salón de Vinos Radicales”, სადაც “კავკასიის სავაჭრო სახლის” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით საქართველო  საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი.

სპეციალურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია,  რომელზეც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიის ნაწარმი. ქართულმა მხარემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ღვინის კულტურა და ტენდენციები გააცნო.

ქართული ღვინის დეგუსტაციას, მეღვინეებთან და კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად,  ცნობილი ჟურნალისტი გასტრონომიის და ღვინის დარგში ფედერიკო ოლდენბურგი უძღვებოდა.

შეხვედრისას  ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებთ სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები