ვინ არის იტალიელი პილოტი, რომელმაც მგზავრებს ქართულად მიმართა და რა აკავშირებს მას საქართველოსთან? 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ავიაკომპანია  WizzAir-ის თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. ავიალაინერის იტალიელმა პილოტმა მგზავრებს ინფორმაცია მკვეთრად იტალიური აქცენტითა და დიდი მონდომებით, ქართულ ენაზე მიაწოდა. ვიდეო მალევე ძალიან პოპულარული გახდა და ათიათასობით მნახველს არც პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვა დავიწყებია.

როგორც აღმოჩნდა, იტალიელი პილოტი 32 წლის ლუკა კომინოტია, რომელსაც ამავე ავიაკომპანიის ქართველ ბორტგამცილებელთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს. ლუკა ძალიან დიდი დროს ქუთაისში, ავიაკომპანიის ბაზაზე ატარებს და შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ ქართული ენის შესწავლით დაინტერესდა. 

წყარო: ნიუსჯორჯია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები