ახალი ამბები

ტრადიციული ღვინის გამოფენაზე “Salón de Vinos Radicales” საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი

მადრიდში გაიმართა ტრადიციული ღვინის გამოფენა “Salón de Vinos Radicales”, სადაც “კავკასიის სავაჭრო სახლის” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით საქართველო  საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი.

სპეციალურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია,  რომელზეც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიის ნაწარმი. ქართულმა მხარემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ღვინის კულტურა და ტენდენციები გააცნო.

ქართული ღვინის დეგუსტაციას, მეღვინეებთან და კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად,  ცნობილი ჟურნალისტი გასტრონომიის და ღვინის დარგში ფედერიკო ოლდენბურგი უძღვებოდა.

შეხვედრისას  ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებთ სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა.

სხვა სიახლეები

რომის სამრევლოს არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) – ‘საქართველო შენ გაიმარჯვებ”

Editor

ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ის ახალგაზრდული ნომინაციის გამარჯვებულია

Editor

ვარშავაში ქართველი ოფიცრის, არტემ არონიშიძის სახელობის წრიული მოედანი გაიხსნა

Editor

საქართველო ბრატისლავის საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

Editor

აღდგომის ღამეს გარდაცვლილი ნიკო ფიროსმანი და მისი სააღდგომო ნახატები

Editor

გიორგი გახარია: “ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის”

Editor