მხოლოდ ქართული სლაიდერი წერილები

ნეტო ბენდელიანის ნააზრევი – ახალგაზრდობა, როგორც ხვალინდელი დღე და მომავლის პერსპექტივა

ახალგაზრდობა ეს არის ყველაზე ხილვადი, ხელშესახები გამოხატულებაა იმისა, რასაც ჩვენ მომავალის პერსპექტივას ანუ ხვალინდელ დღეს ვუწოდებთ. საქართველოს უამრავი საინტერესო ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ და საზოგადოების პოზიტიური გარდაქმნის, სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების, ასევე მშვიდობის გამყარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამ პოტენციალის გამოყენება დაკავშირებულია მთელ რიგ გამოწვევებთან. საქართველოს მოსახლეობაში 15-19 წლის ახალგაზრდების წილი 22,5%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ახალგაზრდების დიდ ნაწილს მკაფიო მიზანი არ აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული, არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის და ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავის სწორად რეალიზებას ვერ ახერხებს. პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური საქართველოს რეგიონებშია. არის ჯანრთელობის პრობლემები, სიღარიბე, განათლების მიღების შეზღუდვა, უმუშევრობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შეზღუდვა და სხვა. საჭიროა მეტი ჩართულობა, არსებული შესაძლებლობების გამოყენებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, თუმცა, რეალურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმ საკითხებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ეხებათ, მონაწილეობას ძალიან ცოტა იღებს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ხედვა აღიარებს ახალგაზრდების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლს ქვეყნის განვითარებაში. ახალგაზრდული პოლიტიკა წარმოადგენს კონცეპტუალურ დოკუმენტს და ის საფუძვლად უდევს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ქმედებებს. ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ვადებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და შეფასება.

2014 წელს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროს და გაეროს ბავშთა ფონდთან პარტნიორობით გაწეული სამუშაოს ფარგლებში შეიქმნა და დამტკიცებული იქნა “სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. 2000 წლიდან ქვეყანაში შეიქმნა და ფუნქციონირებს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”, რომლის მისიაა, მხარი დაუჭიროს ბავშვთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ინდივიდუალურ იდეებს, რათა წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში.

ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ეფექტური კონტროლისა და მონიტორინგის განსახორციელებლად შეიქმნა ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორი, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გარდა, ვებგვერდზე განთავსებულია ახალგაზრდების სფეროში განხორციელებული კვლევები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პოლიტიკის დოკუმენტი უზრუნველყოფს ახალგაზრდების პრობლემათა მოგვარების ახალგაზრდების საკითხზე მომუშავე სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორების კოორდინირებას.

ყოველწლიურად საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმები ტარდება, რომლებშიც ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხზე მომუშავე სპეციალისტები და ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

2019 წელს საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა. აღნიშნული სააგენტო სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებას, განხორციელებასა და კოორდინაციას ემსახურება. სააგენტოს ზედამხედველობას მთავრობა უწევს. სააგენტოს მიზანია: 1. ახალგაზრდების განვითარებისათვის, მათი პოტენციალის რეალიზაციისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. 2.ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოსახლეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა. 3.ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებების და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა. 4. ახალგაზრდებისათვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა ), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა. 5.არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისათვის ხელსაყრელი სტართაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით. 6. ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში შეიქმნა ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი – „შენი უკეთესი რეალობა“ . ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი საქართველოს ეროვნულ იდეის, “განათლება და ახალგაზრდობა” ფარგლებში შეიქმნა.  ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების დონის ზრდას. ასევე, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ და სოციო – კულტურულ საქმიანობასა და სხვადასხვა სახის პროექტის დაგეგმვა/განხორციელებაში. აჭარის ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის მისია არის ახალგაზრდა თაობის თანამედროვე მოღვაწეობისათვის მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობების პრინციპების სიღრმისეული გაცნობის ხელშეწყობა. ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი საზოგადოებაში ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით: 1. ინოვაციური მექანიზმები – ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი იყოს მუდმივი ნოვატორი პროგრამების შექმნისა და განხორციელებაში ისე, რომ პასუხობდეს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს  2. მრავალფეროვნება – რეგიონის საზოგადოების ახალგაზრდა წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ მათთვის სასურველი მიმართულებებით, განსხვავებული გამოცდილების, ისტორიისა და თვალსაზრისის მქონე ადამიანებთან ურთიერთობებით და შეძლონ თანამედროვე სამყაროს შესახებ თვალსაწიერის შექმნა. 3. თავისუფლება – ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდობა არის თავისუფალი. 4. რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა – ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი აძლევს შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც აისახება სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე.

ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდული სფეროს განვითარება, მიზნად ისახავს შემდეგი მიმართულებების ხელშეწყობა-განვითარებას: ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება და მისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა.მოხდეს საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა. ახალგაზრდების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მათი კარიერული განვითარებისათვის. ფიზიკური შესაძლებლობის გამოვლენა და გაღრმავება, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ახალგაზრდობის რეგიონალურ ცენტრს აქვს ასევე სტრატეგიული ამოცანები: ახალგაზრდების ჩართულობით თანამედროვე და ინოვაციური პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება. გამოვლენილ იქნას მუდმივი საჭიროება და ამ საჭიროების მიხედვით სერვისების შეთავაზება. შემუშავებული პროგრამებისა და პროექტების მრავლფეროვნება და ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარების ინფორმირებულობის ზრდა. ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის ასოციაციასთან. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრისა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა დაფინანსდა 14 პროექტი. გრანტის სახით გაიცა თანხა (მაქსიმალური ოდენობით 1000 ლარი).

სხვა სიახლეები

“შვედები, ზოგადად, მშვიდი ხალხია, ამით განსხვავდებიან ისინი სხვებისგან”

Editor

საქართველოს საელჩომ ნორვეგიაში ქართული ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა

Editor

Forbes: “საქართველო ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით აშშ-ს, ნორვეგიასა და შვედეთს უსწრებს”

Editor

ვინ იყო ქართველი ქიმიკოსი, რომელიც ამერიკის უმდიდრეს ადამიანად 4-ჯერ დასახელდა

Editor

ბრუკლინში მაია სასწრაფოშვილის კონცერტი გაიმართება

Editor

ზოზია ქარდავა წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია

Editor