„შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია შეიქმნა

სულ მალე საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

საქართველოს გარდა პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) ჩართული არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია.

კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა შედგება რამდენიმე აპლიკაციისგან. იგი მომხმარებელს გააცნობს – კადრის, მონტაჟის, ხმისა და გამოსახულების შექმნის პროცესს, ამბის თხრობის თავისებურებებს და შესთავაზებს კინოტერმინების ლექსიკონს.

პირველ ეტაპზე ონლაინ რესურსზე წვდომა იმ კინომისიონერებს ექნებათ, რომლებიც მუშაობენ პროექტზე „კინო სკოლაში“, რაც მოზარდებში კინოგანათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

2019 წლიდან „კინო სკოლაში“ უკვე მეორედ შეუერთდა „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ პროექტს. შედეგად, საერთაშორისო ექსპერტების მიერ შექმნილი კინოენისა და კინონაწარმოების შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსი ითარგმნა ქართულ ენაზე. მისი გამოყენება პრაქტიკაში  შესაძლებელი იქნება 2020 წლიდან.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 21 თებერვალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები