საუბრები ეროვნულ გალერეაში – „ვალერიან სიდამონ – ერისთავი 130“
ცნობილ ქართველ მხატვარს, ვალერიან სიდამონ – ერისთავს 2019 წელს დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მისი რეტროსპექტული გამოფენა გამართა სიღნაღის მუზეუმში, ახლა კი მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილია თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
შაბათს, 15 თებერვალს, 15:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში გაიმართება საუბრები მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, აგრეთვე იმ კულტურულ გარემოზე, რომელშიც ვალერიან სიდამონ – ერისთავი მოღვაწეობდა.