ახალი ამბები სლაიდერი ტურიზმი

წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ტიტული მეორედ მიანიჭა

ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა.

2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებს ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით ადამიანი გაეცნო.

სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო, თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –  თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.

პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი ”Lametayel” მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინ გამოცემას ფლობს.

”Lametayel”- ს ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

სხვა სიახლეები

ვირტუოზი  პიანისტები  გრანდიოზულ საზეიმო პროგრამას შეასრულებენ

Editor

,,მედიატორი” -,,ქართული კვირა” ახალ პროექტს იწყებს

Editor

მინსკი-თბილისის რეისით სამშობლოში 153 მოქალაქე დააბრუნეს

Editor

33 მილიონი ევრო საქართველოში ტყის სექტორის რეფორმისთვის

Editor

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის პროექტს “At-Home Gala” საქართველოც შეუერთდება

Editor

“მსგავსი არაფერი მომისმენია” – გერმანული რადიოს ეთერი ქართულ ფოლკლორს დაეთმო

Editor