Air France თბილისიდან პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს

როგორც ავიაკომპანიის გვერდზე 12 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადებით ხდება ცნობილი, თბილისი-პარიზის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2020 წლის 1 აპრილიდან აღდგება. 

პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ დე გოლის ეროპორტს შორის, A 320-A21 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

Air France-მ საქართველოში ოპერირება 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის პარიზის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 26 ოქტომბრამდე ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები