ავიაკომპანია RyanAir-ის გვერდზე თბილისის შესახებ ბლოგი გამოქვეყნდა
“მიმზიდველი თბილისი: ისტორია, ინტრიგა და აღტაცება კავკასიაში”– ასე ჰქვია ბლოგს, რომელიც ავიაკომპანიის გვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს დედაქალაქი გამოკითხვის – საუკეთესო მიმართულება მოგზაურობისათვის – ლიდერი გახდა.
“პირველი, რაც საქართველოში ჩასვლისას დაგხვდებათ, მათი მეგობრული ღიმილია. იაფი საკვები, უამრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გონივრულფასიანი სასმელი – აქ მოგზაურობა თქვენს საბანკო ანგარიშს ვერაფერს ავნებს,” – წერს ავტორი.
ავიაკომპანიამ საქართველოდან ფრენები გასულ წელს დაიწყო და მგზავრებს იტალიისა და გერმანიის მიმართულებით ემსახურება.