ახალი ამბები

 ,,გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე” -თბილისში საქველმოქმედო აქცია იმართება

13 თებერვალს 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ერთი სარტყელი ერთი გზა საქართველოს ბიზნეს სახლი” საქველმოქმედო აქციას ,,გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე” მართავს.

სინომედია • Sinomedia-ს ფოტო.

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ პიკს მიაღწია, ჩინეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ეპიდემიის შესაჩერებლად, მობილიზებულები არიან საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინელი ხალხი გახდა ქსენოფობიისა და რასიზმის მსხვერპლი

რადგან ჩინეთში პირბადეების დეფიციტია, ქვეყნები დახმარების მიზნით ჩინეთს პირბადეებით ამარაგებენ. ამ საქველმოქმედო აქციის მიზანია ჩინეთის მხარდაჭერა ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში. აქციაში მონაწილეები მხარდაჭერას სიმბოლურად პირბადეების ადგილზე მიტანით გამოხატავენ, სადაც მათ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ალბომში მხარდაჭერის წერილიც დატოვონ.

აქციის მხარდამჭერები არიან ჩინეთში საქართველოს საელჩო, ყვარლის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. აქციის მედიაპარტნიორია საინფორმაციო სააგენტო ,,სინომედია” და ბიზნეს მედია კონტაქტი.

 

სხვა სიახლეები

“ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე… მადლობა ვერ გადავუხადე…”

Editor

ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია საქართველოს მთავრობას მიმართავს 

Editor

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს!

Editor

ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 წლებში

Editor

საქართველოში უნიკალური მინის ხიდი გაიხსნება

Editor

ქართული ღვინის დეგუსტაცია კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 

Editor