საქართველო ისრაელის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
მიმდინარე წლის 11-12 თებერვალს ქალაქ თელ-ავივში ტარდება რიგით 26-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „International Mediterranean Tourism Market 2020“.
გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, GNTA-ს კახეთის და იმერეთის რეგიონალური მართვის სამმართველოსა და 13 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული სტენდი. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია. ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 10 თებერვალს იერუსალიმში გაიმართა.