ახალი ამბები ტურიზმი

მონაკოელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს მოამზადებენ 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მონაკოს წამყვანი ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. პრეს-ტურში, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამონაწილეობით გაიმართა, მონაკოს სამთავროს სხვადასხვა ჟურნალისა და ტელევიზიის (Royal Spirit GMBH) 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა.  

ტურის დასრულების შემდეგ,  მონაკოს მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს მოამზადებენ.

უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობა მონაკოს სამთავროდან სომელიეთა ასოციაციის წევრთა ვიზიტს უკავშირდება, რომლებიც მონაკოს საუკეთესო რესტორნების მთავარი სომელიეები არიან. სომელიიები საქართველოს მიმდინარე წლის იანვარში სტუმრობდნენ.

“საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მონაკოს ტელევიზიებისა და ბეჭდური მედიის წამყვან ჟურნალისტებს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ, ისევე, როგორ ღვინის წარმოების კულტურას. ამ პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა მონაკოში და საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება, რომელიც ამავდროულად ღვინის სამშობლოა,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  მარიამ ქვრივიშვილმა.

სხვა სიახლეები

“ამ პოსტის დადების მიზანი ის არის, რომ  იცოდეთ  როგორი სირთულის პროცესთან გვაქვს საქმე”

Editor

სიყვარულით ამერიკიდან

Editor

ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის – ეკვილიბრიუმი მთის ამბების პროექტს უერთდება

Editor

“ნიშნის მოგებით ვეუბნები, რომ ქართული პასპორტი არ აქვთ” – რატომ მოუნდათ ინგლისელებს ქართულ კარანტინში ყოფნა

Editor

5 უფასო აუდიოწიგნი თვითიზოლაციაში მოსასმენად

Editor

ნიკოლოზ ჩხეიძე: ჩვენი მასიური ჩასვლით საქართველოში უსერიოზულეს საფრთხეს შევუქმნით ძაფზე დაკიდებულ “სტატუს ქვოს”

Editor