ლელა გაბურის ლექსების კრებულის ფრანგული თარგმანის “აი, იმ გზამდი…” პრეზენტაცია გაიმართება
ხუთშაბათს, 13 თებერვალს, 18სთ-ზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა ლიტერატურულ შეხვედრაზე გიწვევთ.
ქალბატონი პოეტი, საზოგადოების “ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის” დამფუძნებელი წარმოგიდგენთ თავისი ლექსების კრებულის ფრანგულ თარგმანს “აი, იმ გზამდი…”.
ქართველი ექიმი, პოეტი და მწერალი, ლელა გაბური 1967 წლის 8 მარტს დაიბადა. იგი 1998 წლის საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ფოლკლორული მედიცინისა და რელიგიის ისტორიის საკითხებზე. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და ფრანგულ ენებზე.
ლელა გაბური 8 წელია თბილისიდან საცხოვრებლად გადავიდა მშობლიურ კუთხეში — ხევსურეთში. სადაც დააარსა საზოგადოება ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის». მან არაერთი პროექტი განახორციელა ხევსური ახალგაზრდებისთვის.
2016 წელს გამოიცა ლელა გაბურის ფრანგულენოვანი პოეტური კრებული ,,აი, იმ გზამდი…». რომლის პირველი პრეზენტაცია გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში. თარგმანი შესრულებულია – სალომე ორდანიანცის მიერ, წიგნის რედაქტორია – გიორგი ეკიზაშვილი.