უკრაინაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან 

საქართველოს საელჩომ უკრაინაში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია  7 თებერვალს გამართა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ, ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ 2022 წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენას, კერძოდ, ITB (Internationale Tourismus-Börse)-ს გამოფენას, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს 180 ქვეყნის 10,000-ზე მეტი წარმომადგენელი.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.