ტალინში 29-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TOUREST 2020“ გაიმართა

7 – 9 თებერვალს ტალინში რიგით 29- ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TOUREST 2020“ გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი სტენდით წარმოდგენილი გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე რამდენიმე ქართული კომპანია.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილი.

„ტურესტი“ წარმოადგენს ბალტიის ქვეყნებში ყველაზე ძველ და მასშტაბურ გამოფენას, რომელსაც ორგანიზებას უწევს ესტონეთის „მოგზაურობისა და ტურიზმის ასოციაცია“

წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 500-მდე კომპანიამ მსოფლიოს 32 ქვეყნიდან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.