გადაცემა ქართული სამზარეულოს შესახებ ტოკიოს ყველაზე პოპულარული რადიოს ეთერში გავა 

ქართული სამზარეულოთი ტოკიოში ყველაზე პოპულარული რადიო არხი, TBS Radio დაინტერესდა. საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თეიმურაზ ლეჟავამ რადიოს კორესპონდენტს შქმერულისა და ზოგადად ქართული სამზარეულოს განსაკუთრებულობის შესახებ მოუყვა.

გადაცემა ეთერში ხვალ, 11 თებერვალს, დილის 7:30-ზე გავა.

შქმერულისადმი განსაკუთრებული ინტერესი კი იაპონურ სწრაფი კვების რესტორებში მის გამოჩენას უკავშირდება. ტრადიციული ქართული სუფრის შემადგენელი რაჭული კერძი იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელის, “მაცუიას” სწრაფი კვების რესტორნებში გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.