ანკარაში სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა

საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ანკარის პოლიფონიური გუნდის – „Anchorus“ ორგანიზებით, ანკარის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის მრავალხმიანი კამერული გუნდის (ხელმძღვანელი: იბერია ოზქან მელაშვილი) კონცერტი. გუნდის წევრების მიერ შესრულდა ხალხური სიმღერები ქართულ, აფხაზურ, მეგრულ, ჩერქეზულ, ჩეჩნურ და თურქულ ენებზე.

ღონისძიებამ, რომელსაც დაესწრნენ თურქეთის სამოქალაქო და შემოქმედებითი საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები, დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული კონცერტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და იქვე გუნდის ხელმძღვანელს,  იბერია ოზქან მელაშვილს სამადლობელი სიგელი გადასცა. კონცერტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ანკარის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

9 თებერვალს, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა გუნდის ხელმძღვანელსა და წევრებს, სადაც ასევე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები. გუნდი დაკომპლექტებულია ეთნიკურად ქართველი და თურქი ახალგაზრდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.