ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები სლაიდერი ყველა სიახლე

“აი, ძმაო, მთელი წლისა ჩაიბარეო” – ეროსისა და მათხოვრის საინტერესო ისტორია

“ყველასთვის საყვარელი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა.

ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე.

ქაშვეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში. ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშვეთთან ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ტრადიციული რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მას მოღიმარი სახით ელოდა.

ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის (ეროსი “კავკასიურ ცარცის წრეში” აზდაკის როლს ასრულებდა)  უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. ქუდი წინ დაიდო და მოსამართლე აზდაკის ფრაზას იმეორებდა, ქრთამს ვიღებო…

გამვლელ-გამოვლელებმა, რა თქმა უნდა, იცნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო. ეროსიმ საათს დახედა. აზდაკის ქუდიდან მათხოვარს მთელი ფული ქუდში ჩაუცალა და უთხრა: აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო. შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისკენ…”

სხვა სიახლეები

15 ტრენდი ინტერიერში – რა იქნება მოდური 2020 წელს

Editor

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუდენტებს უმასპინძლა

Editor

„ის წუთი და წამი, როცა კამერა მიჭირავს, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის“… – როგორ დარჩა ბრიტანელი ფოტოხელოვანი საქართველოში

Editor

ფანფარების გარეშე მოტანილი ქართული რარიტეტი ‘’Chama Mama’’- ში

Editor

19 თებერვალს სოფიაში გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

Editor

ანსამბლი “ჩვენებურები” ევროპაში მასობრივ ტურნეს, პროგრამით “კავკასია” იწყებს

Editor