ჰარი პოტერის ღამე 2020
თუ 9 თებერვალი აქამდე თქვენთვის უმნიშვნელო თარიღი იყო, ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს ის დღეა, როდესაც ჯადოსნური ჯოხები უნდა მოიმარჯვოთ და წლის ყველაზე მაგიური მოვლენისთვის მოემზადოთ!
9 თებერვალს ყველას: პატარებსა თუ დიდებს, მაგლებსა თუ ჯადოქრებს, გელიან სამი ჯადოქრის ტურნირზე!
ასაკის შესაბამისად განაწილებული თამაშები, კონკურსები, საჩუქრები და მრავალი სიურპრიზი – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ამ ღამეს ზალიკოს ცენტრთან ერთად ნებისმიერი პოტერჰედისთვის დაუვიწყარად აქცევს! სათანადოდ მოემზადეთ, ამ დღეს საუკეთესო კოსტიუმების ავტორებსა და სამი ჯადოქრის ტურნირში გამარჯვებულებსაც გამოავლენენ.
ღონისძიება გაიმართება 4 ნაკადად (თითო ნაკადისთვის განსაზღვრულია 1 საათი) – თითოეული ნაკადი შესაბამის ასაკობრივ ჯგუფად იქნება დაყოფილი. გაითვალისწინეთ, მშობლები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.
Harry Potter Book Night მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს უკვე მეექვსედ იმართება და ერთგული პოტერომანებისთვის შესანიშნავი საშუალებაა, კიდევ ერთხელ იმოგზაურონ ჯადოსნურ სამყაროში და მაგია ახალ მკითხველსაც გაუზიარონ.