ჭაბუკების 11 მედალი ბელარუსიიდან

6-8 თებერვალს, მინსკში, ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი “დათუნია” გაიმართა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრებმა 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

ტურნირის ჩემპიონები თორნიკე ასაბაშვილი (45 კგ), ნიკოლოზ სანთელაძე (51 კგ), გიგი ქურხული (65 კგ), ოთარ ადეიშვილი (71 კ) და ნიკოლოზ ფესტვენიძე (80 კგ) გახდნენ,

მეორე საპრიზო ადგილები დავით ფარტენაძემ (48 კგ) და თორნიკე სამხარაძემ (80 კგ) დაიკავეს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები ლაშა ლომიძე (45 კგ), საბა ლაზიშვილი (48 კგ), ლევან ბაზაძე (92 კგ) და ზურაბ რომელაშვილი (110 კგ) გახდნენ.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა ბელარუსიის, ლატვიის, ყაზახეთის, რუსეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, უკრაინის და საქართველოს ნაკრები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.