„ჰანგები კავკასიის გულიდან“ – ქართული სიმღერა ისრაელის რადიოს პირდაპირ ეთერში გავიდა

საქართველოს ქალთა ვოკალურმა გუნდმა „სათანაო“, ქალაქ თელ-ავივში ხალხური სიმღერების კონცერტი – „ჰანგები კავკასიის გულიდან“ ჩაატარა.

გუნდმა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით საქართველოს ყველა კუთხის, ასევე, კავკასიის რეგიონის ქვეყნების ხალხური სიმღერები, საგალობლები, იავნანები და ქალაქური მელოდიები შეასრულა. კონცერტს ისრაელის მუსიკალური სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლები, ხალხური მუსიკის თაყვანისმცემლები და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ისრაელური რადიოს „კან 11“ ებრაულენოვანმა პროგრამამ ინტერვიუ ჩაიწერა ანსამბლის ხელმძღვანელთან, ტატიანა მეგრელიძესთან და მხატვრულ ხელმძღვანელთან, ეთნო-მუსიკის დოქტორ ნანა მჟავანაძესთან. რადიომ „სათანაოს“ შესრულებით პირდაპირ ეთერში 7 სიმღერა გაუშვა, რის შემდეგაც, გადაცემის წამყვანმა თქვა: „ბედნიერია ბავშვი, რომელიც ასეთ იავნანებზე იზრდებაო!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები