”დრო იწურება განთიადისას”

ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ ნელი ნენოვასა და გენო წულაიას 1965 წელს გადაღებულ ფილმს სახელწოდებით „დრო იწურება განთიადისას“. ფილმში მთავარ როლებს არიადნა შენგელაია და მერაბ თავაძე ასრულებენ.

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის დროს ქართული კინოარქივის არაერთი ნამუშევარი დაიწვა, მათ შორის იყო ფირი ფილმისა „დრო იწურება განთიადისას“. შესაბამისად, იგი მრავალი წელია ფართო აუდიტორიას არ უნახავს.

ახლახან რუსეთიდან ჩამოიტანეს ფილმის დივიდი ვერსია, რომელსაც ვუჩვენებთ მაყურებელს. ღონისძიებას დაესწრება მერაბ თავაძე.

„დრო იწურება განთიადისას“ გადაღებულია უილიამ აირიშის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, სადაც ბედის საძიებლად ჩასული უმუშევარი ტოი დიდ თანხას მოიპარავს, საცეკვაო დარბაზში შესული კი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადასაღებად “ამერიკა” კინოსტუდიის დიდ პავილიონში აშენდა. გადაღებები ასევე მიმდინარეობდა მოსკოვში. ამერიკული ნაწარმოების ეკრანიზაცია იმდროინდელი ქართული კინოსთვის  უჩვეულო ამბავი იყო.

ფილმის ჩვენება შედგება 2020 წლის 9 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში.

ფილმზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები