მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ გაიხსნა

მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ გაიხსნა, რომელზეც ამავე სახელწოდების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები გამოიფინა.

ღონისძიებას კიოლნიდან ჩამოსული სტუდენტები, დიასპორული გაერთიანების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფოტოკონკურსი კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანების ,,აისი”-ს ორგანიზებით ჩატარდა და გამარჯვებული ფოტოები იანვარში  კიოლნის უნივერსიტეტში, ქართული კულტურის კვირეულის ფარგლებში გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები