ინგლისური ენის საღამოები გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი განაგრძობს ინგლისური ენის საღამოებს, რომელსაც პედაგოგი ჯედ  გურლი გაუძღვება.

მისი ხელშეწყობით ჩვენს მკითხველებს ინგლისური ენის უფასო გაკვეთილები უტარდებათ. ბატონი ჯედი განათლებით პედაგოგი, ბიზნესმენი და დიპლომატია. უკვე მესამე წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებითა და საუბრებით ასწავლის.

შეხვედრები ჩატარდება ყოველ პარასკევს, 18:30 საათზე.

დასწრება ყველა ასაკის მონაწილეებისთვის თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.