დათუნა სულიკაშვილის შოურუმს საერთაშორისო მასმედია გამოეხმაურა
მადრიდში მიმდინარე პროექტის “Mersedes – Benz Madrid Fashion Week”- ის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მადრიდის პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზ “კრაისლერში” გაიმართა ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის შოურუმი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ესპანური და საერთაშორისო მასმედიით აქტიურად გაშუქდა.