ქართველი არქიტექტორები სასწავლო ტურით შვედეთს სტუმრობენ

GEclose2EU-ს გამარჯვებული არქიტექტურა-ინტერიერის დიზაინის კომპანიის წარმომადგენლები შვედეთის სასწავლო ტურის ფარგლებში Stockholm Furniture & Light Fair-ს ესტუმრნენ. 

Stockholm design week ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა არქიტექტურა-დიზაინის მიმართულებით და წელიწადში ორჯერ ტარდება. GEclose2EU-ს პროექტის საშუალებით საქართველოში მოღვაწე წამყვან არქიტექტორებსა და დიზაინერებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედრები გაემართათ დარგის ლიდერ კომპანიებთან.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU”) 2018 წელს დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.