სასტუმრო ”ბილტმორში” ეთნორალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

7 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”ბილტმორის” დარბაზში, ეთნორალის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ინოვაციური პროექტი ეთნორალი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობას გულისხმობს. ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი, რვა დღიანი სამოყვარულო რბოლა საქართველოს რვა მხარეში : იმერეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, თუშეთი, ქვემო ქართლი, სამცხე, ჯავახეთი.

პროექტი სათავგადასავლო ტურიზმისა და ოლიმპიურ პრინციპებს აერთიანებს.

ეს გახლავთ არასტანდარტული ტური საქართველოს განსხვავებულ რეგიონებში. მის ფარგლებში გაივლით ისეთ გზებს, რომელიც მეტად გაგაცნობთ და დაგაახლოებთ კუთხეების ფოლკლორს, ადათსა და უნიკალურ კულტურას; მოინახულებთ საქართველოს უძველესი ისტორიის ძეგლებს; შეძლებთ ადგილზე გაეცნოთ ღვინის კულტურისა და კულინარიის რეგიონულ თავისებურებებს.

ეთნორალი არ გახლავთ რბოლა კლასიკური გაგებით. იგი რიგით მძღოლებს სათავგადასავლო რბოლაში მონაწილეობის უნიკალურ შანსს აძლევს.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები