ლიკა ქავჟარაძის ფოტო ცნობილი პორტუგალიელი მწერლის წიგნის გარეკანზე

ცნობილი პორტუგალიელი მწერლის, ჟოზე რენტეს დე კარვალიუს რომანის, „ერნესტინას“ იტალიური თარგმანის გამომცემლებმა გარეკანისთვის ლიკა ქავჟარაძის ფოტო შეარჩიეს –  კადრი თენგიზ აბულაძის ფილმიდან  “ნატვრის ხე”. 

ჟოზე რენტეს დე კარვალიუ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტუგალიელი მწერალი და ჟურნალისტია . მისი რომანი „ერნესტინა“ ავტობიოგრაფიულია და  ავტორი თავის ბავშვობის მოგონებებზე, წინაპრებსა და საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს… ერნესტინა – ავტორის დედის ნამდვილი სახელია და, ამავე დროს, ეს სახელი რომანის უშიშარ გმირს ჰქვია. კარვალიუსერნესტინა“ მე-20 საუკუნის შედევრად ითვლება.

იტალიური გამოცემა, რომელის ყდაზეც ლიკა ქავჟარაძის ფოტოა, იტალიის წიგნის მაღაზიებში 2013 წლიდან გამოვიდა. წიგნი AMAZON-ის ონლაინმაღაზიაშიც იძებნება, თუმცა, როგორც ჩანს, ტირაჟი სრულად გაყიდულია.

 

წყარო: ნოსტალ.ჯი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები