ვინ არის ბერძნული “მასტერშეფის” ქართველი მონაწილე, რომელმაც ჟიური ჩაქაფულით მოხიბლა

3 თებერვალს ბერძნული არხის ეთერში პოპულარული ტელეპროექტის, “მასტერშეფის” მეოთხე სეზონის მორიგი გადაცემა გავიდა.

“გუშინ ვინც უყურეთ ბერძნულ მასტერ შეფს, ნახავდით ქართველ გოგონას, რომელმაც ბერძენ ჟიურის წევრებს ქართული ჩაქაფული გაასინჯა. გაცნობებთ, რომ მან გადალახა პირველი ეტაპი და გადავიდა შემდეგ ლაივებში“- წერს გამოცემა georgians.

ბერძნული “მასტერშეფის” ქართველი მონაწილე 23 წლის ლენა ქევხიშვილია, რომელიც საბერძნეთში გაიზარდა. მის მიერ მომზადებული ჩაქაფულით ჟიურის 2 წევრის გაკვირვება მოახერხა და შოუს შემდეგი ეტაპის საგზურიც მიიღო. ლენა აგრძელებს ბრძოლას წინსაფრისა და მასტერშეფის ტიტულის მოსაპოვებლად. 

გარდა კულინარიისა, 23 წლის ქართველი ბიზნესითაა დაკავებული და ტურისტულ სფეროში საქმიანობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები