ახალი ამბები წერილები

“უთქმელი ამბავი – სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტის ისტორია” 

“IOM ჯორჯია” სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ფოტოისტორიებს წარმოგვიდგენს, ერთ-ერთი მათგანი თინათინ ქევხიშვილის ამბავია:

“ქვრივი ვარ და ერთი შვილი მყავს, 14 წლის, ამიტომ გადავწყვიტე საბერძნეთში წასვლა. 2018 წელს ჯერ მოწვევით ვიყავი და მერე გადავწყვიტე სამუშაოდ დავრჩენილიყავი, მაგრამ მხოლოდ 4 თვით. “ფიროსმანი“ ერქვა რესტორანს, სადაც ვმუშაობდი მომღერლად, მაგრამ ჩამოსვლა ძალიან მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილიც ჩემ გვერდით იყო და დედაც საბერძნეთში მყავდა, მაინც საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება მინდოდა.

ათენი პატარა საქართველოა, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათი დახმარებით გავიგე ამ პროგრამის შესახებ, შემდეგ ბიზნესგეგმაც შევადგინე, რამაც წინ წამწია. IOM პროგრამის საშუალებით ჩემი აპარატურა შევიძინე, რამაც სამუშაოს პოვნა გამიადვილა.

სამწუხაროდ, ჩემი პროფესია საერთოდ არ არის საქართველოში დაფასებული, მაგრამ მაინც მირჩევნია ჩემს სამშობლოში ვიყო, ვიდრე სადღაც შორს. ახლა ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ თბილისში და ვგეგმავ ჩემი სიმღერების ჩაწერას, ამ შემართებით ვცხოვრობ,”– წერს თინათინ ქევხიშვილი.

“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM” საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის შედეგად, ხელს უწყობს მიგრაციის საკითხებზე მუშაობის ეფექტურობის გაზრდასა და სოციალური პასუხისმგებლობისა თუ სამოქალაქო თვითშეგნების განვითარებას.

გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოყოფს სხვადასხვა სახის სუბსიდიებს და ეხმარება სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, წამოიწყონ მცირე ბიზნესი და დაკავდნენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში. “უთქმელი ამბები –  დაბრუნებული მიგრანტების ისტორიები”  სწორედ ამგვარი ადამიანების ფოტოისტორიებს მოიცავს.

სხვა სიახლეები

ვიყოთ ერთად და ერთმანეთისთვის

Editor

კიდევ ერთი ქართველი “ლა სკალას” სცენაზე

Editor

ქართული ტურისტული კომპანია ბელარუსის ბიზნეს პრემიის ლაურეატი გახდა

Editor

საქართველო და შვეიცარია დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავს აღნიშნავენ 

Editor

ნათლისღება შვედეთის სამეფოში წმინდა გიორგის სამრევლოში

Editor

“ცუდი გრძნობაა, როდესაც თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ კოვიდ-19 შეგეყარა …”

Editor