“რედისონ ჯგუფის” სასტუმრო წინანდალში MIPIM 2020 Awards-ის ფინალისტია

11 ადამიანისაგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ  19 ქვეყნიდან 45 პროექტი შეარჩია, მათ შორის გამარჯვებულის ვინაობა კი 12 მარტს საფრანგეთის ქალაქ კანში, Palais des Festivals- ის დიდ აუდიტორიაში გაირკვევა.

წინანდალში მდებარე სასტუმრო “Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate”  “best hotel & tourism award”-ის კატეგორიაში, ნომინანტთა სიაში მოხვდა.

141-ნომრიანი სასტუმრო წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

სასტუმროს პროექტი ესპანელ არქიტექტორ დემიენ ფიგუერესს ეკუთვნის და იგი მთლიანად ერწყმის არსებულ ლანდშაფტსა და არსებულ ისტორიულ შენობა ნაგებობებს. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია გამწვანება. ხოლო ინტერიერი  გადაწყვეტილია მოდერნის სტილში ნეოკლასიკური ჩანართებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.