იტალიაში ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გამართა

მილანის დიასპორულმა ორგანიზაციამ, „საზოგადოება სამშობლო გულით სატარებელი“, მილანის ალდა მერინის სახელობის სახლ-მუზეუმში პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ჩატარდა ნინოობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად საზოგადოების დამფუძნებლის, ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. 

„როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაციას და ანთოლოგიაში შემავალ იტალიელ პოეტებთან შეხვედრას საზოგადოების ხელმძღვანელი და ანთოლოგიის მთარგმნელი, ნუნუ გელაძე წარუძღვა.

ღონისძიებას დაესწრო და მილანის დიასპორას შეხვდა იტალიაში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე სურგულაძე. ელჩმა მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნუნუ გელაძეს, ნინო ყაუხჩიშვილის გზის გამგრძელებელსა და საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებლის“ თითოეულ წევრს, იმ თავდადებისა და შრომისათვის, რომლითაც ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაზიარების, იტალიაში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეაქვთ.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებიონათ ქართული ღვინო და კერძები. საზოგადოების წევრებმა, ქართველი და იტალიელი სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.